პროფესიული სემინარი - ნარდობისა და სამშენებლო სამართლის აქტუალური საკითხები და სასამართლო/საარბიტრაჟო პრაქტიკა

პროფესიული სემინარი ნარდობისა და სამშენებლო სამართლის აქტუალური საკითხები და სასამართლო/საარბიტრაჟო პრაქტიკა დაგეგმილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და ჩატარდება 2026 წლის 14 მაისს. სემინარი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის - იურისტებისთვის/ადვოკატებისთვის. 

სემინარის მიზანია ნარდობისა და სამშენებლო სამართლის იმ აქტუალური საკითხების პრაქტიკული და სტრატეგიული ანალიზი, რომლებიც განსაზღვრავს დავის შედეგს სასამართლოსა და საარბიტრაჟო წარმოებაში. სემინარის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სემინარის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

სემინარს გაუძღვება დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტი - ნინო ბაქაქური.  

სემინარის ფორმატი და სწავლების მეთოდი:
სემინარით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდული, როგორც ფიზიკური, ასევე, დისტანციური ფორმატით. ადვოკატებს/იურისტებს რომლებიც საქმიანობენ რეგიონში შესაძლებლობა ექნებათ სემინარს დაესწრონ დისტანციურად. სემინარის ფარგლებში სწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები. 

სემინარის ხანგრძლივობა და შინაარსი:

სემინარი ჩატარდება 2026 წლის 14 მაისს, 11:00 საათიდან - 18:00 საათამდე, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1, დიღომი). სემინარზე რეგისტრაცია 2026 წლის 13 მაისის 13:00 საათამდე გაგრძელდება. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ჯამში - 7 საათს. 

სემინარი მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • სამშენებლო დავებში საკვანძო სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემების გამოვლენა და მათი სწორი სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრა;
  • ფუნქციური და დეტალური ტენდერის პირობებში პასუხისმგებლობისა და რისკის გადანაწილების მოდელების შეფასება დავის კონტექსტში;
  • პროექტის ხარვეზის, მენარდის გაფრთხილების ვალდებულებისა და ფუნქციური ვარგისობის სტანდარტების სასამართლო ინტერპრეტაციის ანალიზი;
  • ნაკეთობის ნაკლის ინსტიტუტის პრაქტიკული გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების სისტემური განხილვა და შესაბამისი მოთხოვნების სტრუქტურირების ანალიზი;
  • მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ექსპერტიზის როლის შეფასება სამშენებლო დავებში;
  • ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საფუძვლების და მათი შეცვლის შედეგების ანალიზი;
  • შეცვლილი გარემოებებისა და ფორსმაჟორის ინსტიტუტის გამოყენების პრაქტიკის შეფასება (მუხლი 398) შესრულების გართულებისა და შეუძლებლობის კონტექსტში;
  • დამატებითი სამუშაოების, ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებისა და ვადაგადაცილების დავების სამართლებრივი კონსტრუქციების შეფასება;
  • უახლესი სასამართლო და საარბიტრაჟო პრაქტიკის ტენდენციების კრიტიკული ანალიზი და მათი გავლენის განსაზღვრა დავის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე.

სემინარის საფასური შეადგენს 350 ლარს. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ და ატვირთოთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული რეკვიზიტები. 

საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და სემინარის დასახელება: 

მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"; ანგარიშის N GE27BS0000000004836000

სარეგისტრაციო პროცესში, კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 032 2 98 78 78 (შიდა ნომერი 5). 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი